კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:54

 

რომ გადაფაროს ჟამი ღალატის...

რომ შეუშვიროს მკერდი სიცივეს,

დღე მაღალ მთებში მზის მუზარადით

დონ-კიხოტივით გამოიღვიძებს...


ნარიყალიდან თავს რომ გვევლება,

მართლა ციხეა, მართლა მეხია,

თუ დონკიხოტის გასამხნევებლად

დევზე შემდგარა ნაცარქექია?!


კვლავ სანჩო პანსას მაკრთობს ასაკი,

ისევ ბრეხტს ვირჩევ ძველი თემიდან,

საქართველოში მოკლეს აზდაკი

და მწარე ცრემლით ტირის თემიდა...


დიდო მსაჯულო, ღმერთი გფარავდეს,

დედამიწაა - შენი წრეწირი,

"დრო ხან მეფეა" და ხან ჯალათი,

და მედროვეა მისი ვეზირი,


რომ გადაფაროს ჟამი ღალატის...

რომ შეუშვიროს მკერდი სიცივეს,

დღე მაღალ მთებში მზის მუზარადით

დონ-კიხოტივით გამოიღვიძებს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სოსო ნადირაძე  • • •   სოსო ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen