კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:05

 

ავი ძაღლია მურია,

დაპამპლაუშობს კარზედა,

თუ ერთი ეშმაკზედ შეჯდა,

ყველა მოჰშორდით განზედა.

თორემ სახუმრო არ არის,

გაგულისდება ძალზედა,

ჰწვდება, ძირსა და ან ზევით

თვალის დაკილვის ხანზედა,

თუნდა რომ ქრისტეს ნათლულის

ბეჭედიც ჰქონდეს მხარზედა.


ხალხი კი ამბობს: - "ჰა ბეჩავ,

ძაღლი მაგეთი უნდაო,

მანამ ეგა ჰყავ, ძმობამა

ნინიას არა უშაო".

პატრონიც უჭკო როდია,

აქებს და ახდენს ცაზედა

და ადს უმძიმებს: „ჰგლეჯავსო“,

აბამს ჩანგლიან ჯაჭვზედა.


ერთხელ ახსნილი მურია

დასეირნობდა ბანზედა,

ამ დროს ჯომარდი ჯეილი

მოღიღინებდა გზაზედა.

ამანაც ჩამოუტივა,

ზედ იერიში გაჰბედა.

მგზავრმა აჰწივა ფოხოხსა,

თან თვალი დაჰრჩა ძაღლზედა,

და ერთი უშველებელი

ლოდი ჰკრა შუბლში მარჯვედა!


ამგვარი სალმით მებრძოლი

ნიადამ ძლიერ გამწოვდა.

ჰნახა, რომ ჩანადინარის

თავნ-სარგებელი გაჰწორდა,

ხმა ჩაჰწყდა... მაგრამ ჰნახა-კი,

რომ ის ქვა ქვევით ჩაგორდა,

მგზავრმა კი ჟამი დაიცა,

მოპირდაპირეს გაჰშორდა.


როდესაც გონად მოვიდა,

ძაღლი წააჯდა ქვასაო:

"თუ ის გამექცა, შენ ხომა

ვეღარ დამახწევ თავსაო."

თათები შემოუჭირა,

კბილები უფრო მეტადა:

მითომ საგლეჯად ხორცისა,

ძვალების დასაკვნეტადა,

მაგრამ მაშინვე შეჰწკმუვლა,

ქვაც ჩამოჰვარდა მურასა

და მოჰყვა წკავ-წკავ, ღავ-ღავსა,

განა მხიარულს "ურასა".


ამ დროს ჯაგიდამ ყურები

წამოეჩინა ტურასა,

და ყალხს შემდგარი დაცინვით

ეუბნებოდა იმასა:

„რა, ხელმეორედ სარჩოლად

გულ ხომ არ აგრევიაო?

აბა, ჰა, თუ ეგ მეორე

კბილიც არ მოგწყენიაო.


შე კაი კაცო, ხომ მითქვამს,

რატომ არ გეყურებაო,

მაგრამ რომ თავის მომრევი

შენ არვინ გეგულებაო.

ჰო, ავი კაცი- ერჩოლე,

თუ მაინც აღარ ჰდგებიო:

კარგია, თუ შეაშინებ,

ახი, თუ მიჰვარდებიო.

მაგრამ შენ არავის არჩევ,

ყველას ჭირითა ჰძღებიო,

და ქვებსაც ჰღერღავ, უგნურო,

მაგრამ რას გამოჰრჩებიო?

მათ კოღოებსაც ვერ უფრთხობ,

თვითონ უკბილოდ ჰრჩებიო“.


ძაღლმა შეჰბღვირა: "ჩემს მწრთნელად

შენ აქ ვინ მოგიყვანაო?“

ტანზედ ბალანი აუშვა,

კუდ მაღლა შეაყენაო,

და რომ გადუხტა, მტვერისა

კოწოლი დააყენაო, -

ამ დროს ეკლიან ჩირგვებში

ტურამ შორს ჩაახველაო.

წეღან კი გული გაუსქდა

გააცივ-გააცხელაო.


მურა გაუდგა, გაწკეპა

უნდოდა ხელ-და-ხელაო.

მაგრამ მაშინვე გამოძვრა,

გაკანწრულიყო ძნელაო,

და ლანძღვა-თრევით გაჰწია

შინისკე ნელა-ნელაო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen