კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:29

 

ყვავილის მდელო მინდა მოვცელო,

ლექსად მოგიძღვნა იის კონები,

თვალები ჩემი - შმაგი ოტელო!

თითები შენი - დეზდემონები...


გრიგის მუსიკა მხოლოდ ფანდია,

ხან მშვიდი ცაა - ხანაც ომია,

და კლავიშებზე ვნებით ანთია

ქალის თითების ანატომია...


გზა, დერვიშები, ნისლი, გაშიში,

ჩემსკენ რომ მოჰქრის ტროას ცხენია,

შენი თითები ისე გაშიშვლდნენ,

ჩემი თვალების სულ არ რცხვენიათ...


კლავიშებს შორის მოსჩანს ბზარები,

მნათობს პატივი უნდა მიაგო,

ისე გაშმაგდნენ ჩემი თვალები,

ოტელო მოკლავს მალე იაგოს...


ყვავილის მდელო მინდა მოვცელო,

ლექსად მოგიძღვნა იის კონები,

თვალები ჩემი - შმაგი ოტელო!

თითები შენი - დეზდემონები...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სოსო ნადირაძე  • • •   სოსო ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen