|
სიკვდილს დავადგამ უნაგირს, ცხვირზე ამოვჩრი ავშარას, რადგან ცხოვრების ბილიკი, ბევრის უდროოდ წაშალა. ბევრი ყმა წამააჩოქა, დღე გაუთენა აღარა, ბევრ დედას ცრემლი ადინა, სულ ნაოჭებად დაღარა. არავინ აღარ დაინდო, ქალი, ბერი თუ პატარა, არაგვის ჭალას ნისლივით, სულ ყველა ჩამოატარა. ეხლა ის დროა სიკვდილო, ყელში გწვდე, ხევში გაგთარა, მიწაში ჩაგდო ცოცხალი, სუდარა წამაგაფარა, გულზე დაგაწყო ლოდები, ფეხზე წამოსდგე აღარა... |


