კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:03

 

გუშინ

ელექტროხერხით მოვხერხე

სახლის წინ მდგარი (პაპის დარგული)

ხეები მსხლისა.

საღამოს, სუფრას რომ მივუჯექით,

დედამ დალია

პაპაჩემის შესანდობარი

და წყვილი ცრემლიც დააწვეთა...

ღამით მესიზმრა,

თითქოს სახლი მიჰქონდა მეწყერს

და მოხერხილი მსხლის ფესვები

მკლავებივით ეხვია ლიბოს...

ხშირად სიზმრად რატომ ვნახულობთ

მას, რაც ცხადში უნდა გვახსოვდეს?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen