კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:21

 

თეთრი აპრილის სუნთქვა მაწვალებს

და ცეცხლად მიქცევს ჭაბუკ იმედებს.

გულო, რა მოხდა, ცოტა მაცალე,

გულო, რა მოხდა, ნუ გამიმეტებ.


ჯერ შემოდგომის ქარით ვფითრდები,

ზამთრის ყინვაში როგორ დავსახლდე.

გულო, რა მოხდა, რატომ ფითრდები,

იქნებ არ მოგწონს შენი სასახლე.


იქნებ არ გჯერა ჩემი ოცნების,

აღარ გსურს ჩემთან ერთად იარო.

როგორ გივლიდნენ ძველი მგოსნები,

მითხარ, რო ისე მეც მოგიარო.


მეც გიმეგობრო ისე ერთგულად,

რომ სატირალზეც აღარ გატირო,

ისე მოვიქცე, რომ ჩემთან ყოფნა

და სიყვარული არ ითაკილო.


ჯერ მსურს, აგიგო რწმენის ტაძარი,

ხმა მოგაწვდინო ცისკრის ზარების,

მერე დამიგზნე ტრფობის ხანძარი,

ჯანდაბას, ნუღარ დაგენანები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen