|
ერთობ მუხთალი დრო დაგვიდგა, ძმებო, მგოსნებო ძველებურ განცდით ვეღარ ვტირით, ვეღარ ვოცნებობთ.
დაგვიკარგეს ყველა უფლება და ოდით ასე თავისუფალთ - თავისუფლება.
ჩვენც ვდარაჯობთ - თბილისის კარებს, პოეტებს არა - უფრო ვგავართ ჩამქრალ ვულკანებს...
ვერ ვამაყობთ ჯვარით, გეგუთით. განა ჩინოსანთ - უღარიბეს კასტას ვეკუთვნით.
თვით სამშობლოს ბედზე ჰკიდია. ღმერთი გვიშველის, პოეტებო, ღმერთი დიდია. |


