კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:24

 

წამავალ სანადიროდა, ჯიხვებს დაუწყებ ჭერასა;

შამავხვდი დევებისასა ვაი-ვაგლახსა, მღერასა.

ახალ-ზალ მაუყვანავის, აქორწილებდეს ბერასა.

მიაც იქ დამიპატიჯეს, უყურეთ ბედისწერასა!


უძახეთ ახალუხებსა, ნუ ვის გასწირავთ, ყველასა!

ნუ აწვევთ ბოდახევლებსა, ითრევენ ძაღლის ენასა".

მავიდა ახალუხები, ზოგ მე დამიწყებს ბღვერასა:

"ეს საითა-ღ ვინ მასთარეთ, ჩვენებსავით რომ ვერ ასა?"


მასპინძელ გაუჯავრდების: "ქორწილ უხარის ყველასა".

ერთ რაიმ რქიან მოვიდა, კუდი ღბავ როგორც მელასა,

თვალ უზის შუა შუბლშია, საცრისოდენ კი ვერ ასა,

მეორე - კუჭულაშია, უკენისკენაც ხენასა.


იქ რაიც ჭურჭლებ ჩამადგეს, აქ მე ვერ ვათქმევ ენასა.

"დიდიდებ ყანწებ მაგვართვი!" ეძახდეს მამასწვერასა.

"შაუნდნას ჩამავლეული, ვინც რო დააკლდა ბერასა!

მაიღით სამამკვეთროი, ვერ ხკმაობს მამლაყვერასა".


ერთ ჯიხვის რქა კი გადასვა, ვხედავ, გუნებას ვერ ასა.

გადაიწურნა ჭურჭელნი, დაცალნა, დახკრნა კერასა;

შამახკრა ჭიბიხოელმა: "ეხლა გიტირებ ყველასა!"

"დახკარით!" მყოლებ იძახან, "ჭერნ აუყუდნათ ბერასა!"


მე რომ მაგათ შუღლს შავესწვერ, მაგათ ფარ-ხმლების ჯღერასა,

ერთუცისაკე ზიდილსა, მაგათ ქურების ბერვასა!

ერთ რაიმ ნიგზურ იბრუნებს, სხვა ეზიდების კერასა.

"რაიც რო შასვით, შაშჭამეთ, ცეცხლად მაგიქცევთ ყველასა!"


დადგა ქალების წკმუტუნი: "ვერ ვიჭერთ მამასწვერასა!"

ერთ რამან სახნის მაიღა, ჩადვა ქაქეშჩი, ღბერავსა;

სხვამ დასცა წიხლი იმ დროსა, თავ შაუგლივა კერასა.

წამამხტარმ წამაიყოლა, გაშანთებულ კი ვერ ასა.


ლაშთა ზღვა გაბრუნებული, ცეცხლი მაედვა ენასა.

ხანჯართ დაიწყეს პრიალი: "ბებერსაც გვიკვლენ პელასა".

მე კი საკვმისას გამავძვერ, - დევებს ვეკვლევი ვერასა

ნეხვთბოლოშიით ვუძახე: - ჯვარი გეწერასთ ყველასა!

ეგ თქვენის გამარჯვებისა! სრუ მართალს ვამბობ ყველასა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen