კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 22:18

 

ყოველ ცისმარე ვიღაცას ველი,

ვწუხვარ და გულის ცეცხლს სხვას ვუნელებ, 

ხომ არ გგონივართ მართლა სულელი, 

ხანდისხან თავს თუ მოვისულელებ?


რომ გადავყვები ზოგჯერ ბოჰემას, 

შემოენთება სულს აგონია.

ალალად დავლევ ქუჩის ლოთებთან 

იქნებ ვიღაცას ლოთიც ვგონივარ?


ვზი, პატიმარი, ვიწრო საკანში,

სად ფრთას ვერ გაშლის ჩიტი კანარის 

ხშირად მგონია აღარ ვახსოვარ 

დედაჩემის მეტს ქვეყნად არავის.


მესმის მეგობართ საყვედურები, 

მათ არ იციან - ჩემში რა ხდება. 

რომ ზოგჯერ ერთი რითმის გულისთვის

დღე საფლავივით მიბალახდება.


და მერე ვნატრობ წუთს უჩვეულოს 

უფალო, ავთვალს შენ ამაცილე. 

შენც მაპატიე, ჩემო სხეულო, 

რომ შემატოვე ლექსს სასაცილოდ...


ყოველ ცისმარე ვიღაცას ველი,

ვწუხვარ და გულის ცეცხლს სხვას ვუნელებ, 

ნუ გეგონებით მართლა სულელი,

ხანდისხან თავს თუ მოვისულელებ...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen