კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:14

 

ამოგიყვანა დედამ მკერდიდან

და მოხველ ქვეყნად ფერად სიზმრებით.

შენ მოგყვა, შვილო, შენი ხვედრი და

ბევრიც ეცადო, ვერ ასცილდები.


ჯერ უმწეო ხარ, "აღუც" არ იცი,

ხან უმიზეზოდ სტირი, იცინი,

ჯერ მამის მზერას შენ ვერ განიცდი

და გეშინია შენივ სიმცირის.


ისე მოგერგოს პაპის სახელი, 

როგორც მეომარს ბეგთარ-ხალათი,

არაფერი სჯობს ცოდვას გამხელილს -

შეგხვდება ბევრი შური, ღალატი.


ქვეყნად შეგხვდება ბევრი სიკეთე

საქართველოში, ჩვენს ძველ მამულში;

არვინ გაჯობოს, შვილო, იცოდე,

მიწის მოვლასა და სიყვარულში...


იქნებ უაზროდ არც იღიმები,

ასეთნი იყვნენ ძველი მოყმენი.

შენ უნდა გერქვას მამის იმედი

და მამის მკერდზე მიწის მომყრელი.


მინდა გაგზარდო ლომის ბოკვერად

და არა მფრთხალი, როგორც კურდღელი.

- აჰა, სამშობლოვ, შვილი ერთგული,

დაადგი შენი მძიმე უღელი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen