|
უპოვარი, არასმქონე - ადგა კაცი, მიდგა-მოდგა, დადგა სახლი, დარგო ვაზი, და... გაჩაღდა მითქმა-მოთქმა!
ერთმანეთთან მისვლა მოსვლა? გავდეს ჩვენი მისვლა-მოსვლა მზის ჩასვლას და მზის ამოსვლას!
და ათასი ხარახურა! რით ვჯობივართ ვითომ ირემს! - არ აცვია, არ ახურავს!
მერე - გადაპატიჟება! შეწყობილად, დაწყობილად როგორც ამას ბატი შვრება!
რაღაც დრო და მიცლა-მოცლა! - როგორც მზეს და დედამიწას - გვქონდეს ჩვენაც მისვლა-მოსვლა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


