მთარგმნელი: დავით აკრიანი
|
რარიგად მიყვარს, ტკბილო უქნარავ, მაგ ტურფა ტანის აციმციმებულ ქსოვილის დარად მბზინავი კანი!
ფშვინვა-სუნთქვაზე - იისფერი და შავი ზვირთების მღელვარე ზღვაზე -
სიოთი ცისკრის, ოცნებით სავსე ეს ჩემი სული ცისაკენ მიჰქრის.
არ უდევს ბინა, თითქოს იქ ცივად ერთურთს შეჰყარეს ოქრო და რკინა.
როცა კი გნახეს, ჯოხის ბოლოსთან მროკავი გველი ჰგავდა შენს სახეს.
ეგ ბავშვის თავი ოდნავ ირწევა, სიზანტის მსხვილი ტვირთის მზიდავი.
თხელ გემის დარად, როს ირხევა ის და უსველდება წყალში ქანდარა.
და ზღვა დიდდება - ოდეს, კოცნისას, ღრძილების წვენი ბაგეს მიგწვდება,
მათრობელს, მწარეს, მას ვარსკვლავები ძალუძს მოჰფინოს გულის მთელ არეს! |


