|
გვიანია, განშორების გრიგალები გუგუნებენ, გვიანია? გვიან მოგაქვთ ეგ გვირილის გვირგვინები, გვიანია? ო, ამაოდ ნუ აწყდები ტალღავ ნაპირს, ეგ ნაპირიც პირქუში და ქვიანია. გვიანია? განა ვინმეს განწირულ ხმას გავაგონებ? გვიანია? აღარც გზა ხსნის აღარა ჩანს, აღარც ადამიანია? გვიანია?! |


