|
სიყვარულსა მალვა უნდა შენ გგონია, მალვა უნდა! განა მართლა მალვა უნდა - „საფარა“ და „ვოლვო“ უნდა.
„მარტინი“ და ხალვა უნდა! მიჯნურობის ცეცხლის ალზე - „არაბიკის“ ხალვა უნდა!
ბაკსის გამოძალვა უნდა! საქორწილო, ქვაბების და კარდალების კალვა უნდა!
პლას-ჰიგალზე გავლა უნდა! არც ისეთი თავმოდრეკა, არც ასეთი კრძალვა უნდა!
მას გონია - „ვოლვო“ უნდა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


