კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 07:25

 

მზე ჩადის სიცივით შემკრთალი, 

დნება და ილევა ღრუბლებში,

მიდიხარ, მიტოვებ სიცივეს,

თან მიგაქვს სითბო და ნუგეში.


მზე ჩადის მწუხარე ჰანგებით,

რეკავენ საღამოს ზარები,

ავსებენ ლოდინის ფიალას

დუმილში დაღვრილი წამები.


მიდიხარ, ვიპოვით ერთმანეთს

დაგვათოვს სიცივე ფიფქებად,

დრო გავა ორივე მივხვდებით

ვინანებთ და გვიან იქნება.


მიდიხარ, ძნელია უშენოდ

ფიქრები, წუხილი, ლოდინი

და როგორც დაჭრილი ირემი,

დაკარგულ მეგობარს მოგტირი.


მზე ჩადის მწუხარე ჰანგებით,

რეკავენ საღამოს ზარები,

ავსებენ ლოდინის ფიალას

დუმილში დაღვრილი წამები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen