კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:40

 

სოფლის გოგო მოგოგავსო 

მოლიანი მწვანის ხალზე, 

და მას უნდა, რომ აავსოს 

სურვილების სურა წყალზე!..


წყალი-წყარო სოფლის პირას 

ალმასია ბროლიანი,

მზე იტაცებს მზესუმზირას, 

გოგოს კიდე - მოლიანი...


დასდგა სურა, გადიზნიქა 

წელში, როგორც საროს ტანი 

და მოსჩანს, ვით ბროლის ჭიქა 

ატევრილი წყაროს ტანი!..


გადაჰყარა ნაწნავები

ისე შავი, როგორც ღამე, 

მტევნებივით მხარ-მკლავები, 

მარმარილოდ მოკამკამე,


ერთი წელზე შემოიქნა, 

ერთიც შუბლზე გადიტარა, 

თითქოს ვნებით ჩამოიწნა 

ყოფნის ჩანგი და გიტარა!..


სდგას გარშემო გაზაფხული, 

გულიც შიგნით გაზაფხულობს, 

ღელვით ელავს სარო სხმული 

და საყუდარს ვერ ნახულობს...


სანახავი არის უცხო,

უცხოდ ჰფეთქავს ჩემი გულიც, 

ვარ მოწამე ამის უხმო

და თან მონაც დანახულის!..


გოგომ წყარო ამოავსო,

შიგ ჩაგორდა მთვარესავით, 

გაიბადრა ქვებზე ხავსი, 

მოლიც ხელ-ფეხს ასავსავებს...


ეცინება თითონ მზესაც, 

ციკლოპივით რომ სჩანს ცაში, 

პირზე ღიმი დაჰქრის ტყესა 

და ფოთლების ისმის ტაში.


წყარომც წყალი გაიმეტა, 

გოგოც სურით სურვილს ივსებს, 

წინ დამიდგა ნათლის სვეტად 

და მზესავით მოკისკისებს.


გოგო უკან გამოგოგდა, 

მონარნარებს, როგორც მთვარე, 

გულში თითქოს რაღაც მოსქდა, 

ვუმზერ, როგორც მგლოვიარე!..


შური არის ეს თუ ვნება? 

ვეღარ ვაგნებ, ვრჩები სახტად!.. 

სუსტია თვით ხელოვნებაც 

ამ სურათის დასახატად!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen