კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 13:42

 

 

შეველ ტაძარში, ყველა ხატის წინ,

ყველა შანდალზე სანთელი ენთო.

დავეშვი მუხლზე, ჩუმად ვილოცე, ­

ალილუია, დიდება, ღმერთო.


ხატებზე იდგა რწმენის ნათელი,

ფრთებს შლიდა სული და ანგელოსი.

დღეს სად დავანთო წმინდა სანთელი,

სად არის ხატი საქართველოსი.


უმალ ჩამესმა ხმა იდუმალი

და მერე სიტყვაც ვეღარ დავძარი.

სამშობლოს ხატი არის უფალი,

რწმენის დვრიტა და რწმენის ტაძარი.


დიდება უფალს! ვემთხვიე ხატებს

და დავდგი ყველგან თითო კერონი

აქ ყველაფერი ძალ­ღონეს მმატებს

და მეშხურება სულში მირონი,


რადგან "ხატია ჩემი სამშობლო"

დიდი "სახატე - მთელი ქვეყანა"

ლუხუმი შედგა ლაშარის გორზე,

დიდების მზე რომ ამოეყვანა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen