|
„იყო მაისი, და ორ ყვავილს ვგავდით მე და შენ“...
შენს დაღლილ სახეს როგორ უხდება სნეულ სექტემბრის ქარვათა ხაზი! შენს მუქ თვალებში დღე შეწუხდება და ფოთლებს დაჰყრის ოცნება ნაზი.
უცებ შესწყდება ფიქრთა თარეში. და შენი სული გადაფრინდება მოგონებათა უცხო მხარეში.
და დაგიხვდება კარები ღია. ნაღვლიან განცდით კვლავ გაგამწარებს ცრემლი, ორივეს რომ დაგვიღვრია.
ღამის დუმილში და სიწყნარეში, მეც ჩემი სევდა მომიტანია მოგონებათა უცხო მხარეში.
მხოლოდ ფიქრია, ცრემლში ნალესი! ისევ ავანთე მაისი ძველი, და დავწვი გული უმხურვალესი.
დაუსრულებელ სიმწუხარეში და დამრჩა მხოლოდ ძვირფასი ქვები მოგონებათა უცხო მხარეში.
რომ სექტემბერი ასე უხდება. მზე გაანათებს ქარვას, ძირს დაღვრილს, და შენს თვალებში დღე შეწუხდება.
და ტყე, ლალით და ქარვით ნაშენი, ცისფერ ბურუსში დაიმალება, და ფოთლებს დაჰყრის ოცნება შენი.
ყვითელ ფოთლების ცივ სამარეში. და შენი სული გადაფრინდება მოგონებათა უცხო მხარეში. |
| პოეზიის გვერდი • • • |


