კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 16:19

 

რკინის საწოლზე გაშლილია რკინის ლოგინი,

მიდის ქარი და ქართან ერთად დრო-ჟამს მიჰყვება

ოცნება - რკინის სალტეებით შემოღობილი -

და სულის იმედგაცრუება და გაბრიყვება.


ჩამწყდარა თოკი, ჩარღვეულა ძველი ბოგირი,

ბჭენი ქვეყნისა ქვესკნელისთვის კვლავ განიხვნება,

შეაწყენს გედებს მარტოობის ეს მოლოდინი

და ფშანის პირას მოსხდებიან დამფრთხალ იხვებად.


სული ხორცს გამყრის, სიყვარული შუა გამაპობს

და გედის ხმები აღმოხდება ჩამწყდარ გრამაფონს;

სხვა კი ცამ იცის: გასცქერიან მზეს მენადები


და მტრედისფერი ეძალება ნაცნობ ჭიაფერს,

ისევ იღვიძებს სიშორეში უცხო ნათელი,

ციაგს მოაფენს ღრუბლებიდან და მოკიაფებს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen