კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:43

 

აქ გაზაფხული გვიან დაიწყო, 

გადააშავეს ქარებმა ეზო. 

ვერ წამოვედი პირისპირ შევრჩი 

დაუსრულებელ წვიმების სეზონს.


მე მომენატრე, რადგან ცივ ლოგინს 

სამარესავით თვითონვე ვითხრი; 

ჩაკეტილი ვარ, ვეღარ მივმხვდარვარ - 

ეს ზღუდე არის თუ კარის წირთხლი...


რა დაიწყება ამ კარის იქით? 

რა დაიწყება ამ სახლის გარეთ? -

ბაბუაწვერა, რომელიც უხმოდ 

შენკენ მოჰყვება აპრილის ქარებს,


თუ ეს წერილი, ან იქნებ ჭინჭრის

სუსხიანი და მაღალი კანჭი, 

ან სულაც: ბუზი, ბუზი, რომელიც 

სარკმელს ეხლება უგონო ტანჯვით...


ეს მე არ ვიცი; მე ვიცი მხოლოდ: 

ტანზე გეხვევა ქარების ქაცვი, 

ვერ მიასწარი წვიმას სახლამდე, 

დგახარ ქუჩაში და გაწვიმს, გაწვიმს...


ვეღარ ვახერხებ, რომ მოგეშველო, 

მოგონებების ტაბლასღა ვუზი; 

თუმც კი არ ვზივარ, სარკმელს ვეხლები, 

მინას ვაწყდები, როგორც ეს ბუზი.


მაგრამ გლუვია მინა, ვით გული... 

მე გამოვყვები საწვიმარ ღრუბელს, 

და შენს ფეხებთან ჩამოვიშლები, 

როგორც საწყალი, მტვრიანი გუბე.


ნუ მერიდები ნურც მე, ნურც ქუჩას, 

ხეებს, რომ დგანან ფუჭად მკვეხრები; 

ტანთ გაიხადე, შემოდი ჩემში, 

მე თავზე თბილად გადაგეღვრები...


...ჭუჭყიანი ვარ?! რა მოხდა მერე! 

ჭუჭყიანია თვით იორდანეც, 

მოინათლები ჩემში და ასე 

განვიწმინდებით ალბათ ორთავე.


და წახვალ სახლში, ტანს გაიმშრალებ, 

სახეზე ღამის საცხსაც წაიცხებ, 

მერე დაჯდები სარკმელთან ჩუმად 

და ჩემთვის წინდის ქსოვას დაიწყებ...


ბევრს უქოსვია შენამდეც კარგად, 

დამსგავსებია ნაცარს და ნახშირს, 

მაგრამ ძვირფასო, ოდისევსები 

არ ბრუნდებიან ყოველთვის სახლში.


მე აქ ვარ, აქ ვარ, სხვენზე ვებმები, 

როგორც ობობას მაცდური ქსელი, 

მერე ამ ქსელში ბუზივით ვბზუი... 

შენ კი ვიღაცა სხვა გიწერს წერილს...


ჩაკეტილი ვარ.. ხალხია გარეთ... 

და ეს ერთგული, ნაცადი ღობე 

რა შეუვალი სიმკაცრით მიჯნავს 

ჩემს ერთი ბეწო ეზოს და სოფელს..


მე სოფლის თავში არ ვსახლობ სულაც, 

ჩემს თავს ვეყუჟვი, ვით სხივი ეკვდერს, 

სწორედ ამიტომ - გამეტებული -

ყოველთვის სოფლის ფეხებთან ვეგდე.


არ ვწუხვარ, თუკი ქვეყნის ნახირმა 

ჩემი მინდორი გულქვად მითელა, 

გადამთელავდნენ, მეორე წუთში 

ფეხზე ვიდექი, ვით მატიტელა...


ახლა კი მიჭირს, უნდა დავგლიჯო 

ამ ქსელის ცივი უნაყოფობა, 

თორემ შეხედე -  ეს სიყვარული 

მიახლოვდება, როგორც ობობა...


რა სურს ობობას, სისხლი თუ ხორცი, 

ან იქნებ ფუყე სიზმრების ქაფი? 

სად გავექცევი, როს მის ფეხებზე 

გამობმული ვარ ათასი ძაფით...

 

წვიმს, პენელოპე, მე ხსოვნის ტაბლას 

შემოჩვეული ნაღველით ვუზი, 

მე თვითონა ვარ ობობას ქსელიც 

და... ამ ქსელშივე გაბმული ბუზიც... 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen