კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:51

 

 

ბატონო! თქვენი წყალობა

სულ სხვა ყოფილა განაო?

პილატემ თავი იმართლა

და ხელიც დაიბანაო!..


რაც მინდა, იმას ნუ ვიტყვი?

რაც გინდა, ის ვსთქვა განაო?..

აჰ, არა! "ფონს ვერ გამიყვანს"

უფლება მაგისთანაო!..


გიჩუქებია მახვილი,

მაგრამ პირობით განაო:

რომ ჩემი ხელით გავლესო

ჩემივ დამკვლელი დანაო?


აბა რას ბრძანებ, ბატონო,

გიჟი გგონივარ განაო,

რომ ვერ გამოვსცნო ეგ თქვენი

კრიმანჭულ-გამოცანაო?


ვინც გულ-საფხანი სიტყვების

შენ ენა მოგიტანაო,

პატიოსნებით შემკულად

ის მიგაჩნია განაო?


ჩემს "ამოსაღებს" რომ სწუნობს

ეგ შენი "ანა-ბანაო",

სასწორ-საზომის სიმრუდე

სამართალია განაო?...


მაგრამ ერთხელვე თქმულია:

"ძალა აღმართს ჰხნავს" - განაო?

ვინც წაღმა სიტყვა შეგკადრა,

უკუღმა გაექანაო!...


ჩემნაირ მოპირდაპირეს

არაფრად აგდებ განაო?

ხმელეთი საბურთაოდ გაქვს

და ზღვაა შენი სანავო!...


მაგრამ ერთი დრო ყოველთვის

ვის შერჩენია განაო!..

მძლავრებსაც წაუჩოქნიათ

სუსტის წინ ხანდისხანაო!...

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen