კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:17

 

როგორ ჩაქრი და ჩამოთავდი, როგორ გამოშრი,

როგორ გიგანა ადრინდელმა შენმა ქარიზმამ,

კოცნას რომ ქსოვდი გაზაფხულის ნიავქარისგან,

ახლა იმ კოცნით, ქალს კი არა - ქვას ვერ გალოშნი.


წკეპლის მაგიერ, გულგრილობის როზგით ნაროზგი

უხმოდ დახვალ და - ბედისწერას ვიდრე დარისხავ -

ბაგედახშული ქადაგივით დაგაქვს კარისკარ

ქაროზნი ძველთა მოწამეთა და ავგაროზნი.


დრო კი თანდათან ანატიფებს და აკოხტავებს

შენს ოცნებებში სიყრმიდანვე ჩაღვრილ ოქტავებს;

ასე მთავრდება წუთისოფლის გრძელი ეპოსი,


მთელს ანაწილებს წამისყოფა, ნაწილს ამთელებს

და ერთად წარხვეტს დავიწყების ბნელ სამეფოში

ცრემლებს და ამბორს, სატრფოს ბეჭდებს და ქრიზანთემებს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen