|
მაკვდება შვილი, შეშლილივით შევყურებ ნახატს, ციური დასი შეაშფოთა წყეულმა კვერთხმა, - ფარული ელდით შეჰყურებენ სისხლიან ლაქას და სასიკვდილო საგალობლებს მღერიან ერთხმად.
შემცბარმა ხალხმა სამდურავი ვერა და ვერ თქვა, იწყება გასვლის რიტუალი - უმსგავსო რაღაც - და დამტვერილი ხალიჩების წმენდა და ფერთხვა.
და დაღლილ ფრესკებს ეფინება სიმშვიდის კალთა; და მესმის ჩქამი შორეული - ნელი და დინჯი,
იღვიძებს ძალი მწყალობელი, ცოდვილთა შემწე, გამოდის შვილი ფეხაკრეფით ღამეულ ჩრდილში და თბილი ხელით მებჯინება ცახცახა მხრებზე... |


