კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:35

 

ისევ იღვიძებს ნათლიერზე სევდის სახლი და

მზის მოლოდინში მოედნებზე ხალხი ირევა,

ისევ ხსნას ეძებს სიყვარული - ღმერთის ქმნილება -

შურის და ღვარძლის ჩასახშობად და ჩასაკლიტად.


გადმოდგა პრინცი მარტოობის ბნელი საკნიდან,

თან გამოიხმო უმძიმესი გამოცდილება,

კვლავ შეახსენა მაყურებელს ძველი დილემა

და განაჩენის მოლოდინში თავი ჩაკიდა.


გულშეძრულია თვალთმაქცობით - ჩვენი დანიით -

ცრემლით და ნიღბით, ორგიებით და ლიტანიით;

თან დააქვს კითხვა - სატკივარიც იმავდროული,


თავთან, ვინ იცის, მერამდენედ წაიკამათებს,

მაგრამ გამოვა ბედისწერა - ძველი კლოუნი

და უზრუნველად გააგორებს მორიგ კამათელს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen