კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:58

 

თითქოს შენივთდა წლების ნისლი და ქარბორია,

ცისა და მიწის სილაჟვარდე და ხავერდობა, 

გარდასულ ხილვებს შევუთვალეთ ჩვენი შენდობა

და კვლავ შევყევით სადღეისო ფიქრს და ფორიაქს.


თვლემს სახედარი, მზეზე ფიქრობს, მზე კი შორია,

ჰყვება მეგზური ათას რამეს, თუმც ვინ ენდობა, -

და ღვინის ქაფში მოთუხთუხე ალავერდობა

ერთ ქვაბში ხარშავს ტყუილ-მართალ მის ისტორიას.


ხალხი თავს იქცევს მონათხრობით და მოჭორილით

და დროის ძახილს მიუყვება ამ ჩოჩორივით;

ეს კი ვერც ამჩნევს - უჩვეულო ფერისცვალებით


შეძერწილ აწმყოს - ლიტონ აწმყოს, აწმყოს მკვეხარას

და ოცნებებში ჩაბინდული ლურჯი თვალებით

შემრიგებლურად შემოჰყურებს ცას და ქვეყანას...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen