კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:58

 

არ ვიცი, წუთო, საძრახი ხარ თუ სანეტარო, -

ის ნავლი ისევ გავაღვივე ძველ სანავლეზე,

სახედარს წავსწვდი მეომარი უსახედარო

და ორლესული - სალესავით ისევ გავლესე.


ახლა კი რა ვქნა, - ვისთან დავდგე, რას დავედარო,

სრულად დავლაშქრე არემარე და და-ცა-ვლეწე,

ვერ გაგიხედნე გასახედნი, უცხო მხედარო,

და პავლეც ვეღარ ავამღერე ძვირფას სავლეზე.


მაინც მარტის შურს შემოდგომას - უჟმურ საჭურისს,

ამოა ცნობა ღირსსაცნობის და შესაშურის;

ჩაჭკნა ყვავილი, ჩაიფურცლა და დაიფანტა,


მაინც, უფალო, შენი მადლით ისევ იწყება

ქოხის წინ - კვირტის გამოღება ნაცნობ იფანთან

ქოხში კი - ბუხრის შეკეთება და გაფიცხება...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen