|
ღიად მირჩება კარი - თითქოს ვიღაცა მოდის, როცა ბობოქრობს ქარი სულ ვეღარ ვიტან ლოდინს!
ჩონგურის სიმთა ჟღერა. კიდევ სასწაულს ველი და შენი მოსვლა მჯერა!
ჩემს ფანჯარაზე მთვარე და, როგორც ზღვაში აფრებს, ხეებს ათეთრებს გარეთ.
და მინდა კიდევ გნახო, მთვარით დათოვლილ ბაღთან ძველი ვარძიის ახლოს.
გულში ოცნებას მინთებ! ერთ დრო დაშნების დახლა ჰქმნიდა ლექსებს და მითებს…
გაჰყვა ოცნების ციალს. ჟამთა მდინარის გაღმა ვუსმენ შენს კაბის შრიალს!
ყოველი მგოსნის ბედი!.. გარეთ მძვინვარებს ქარი და ღელავს მთვარის სვეტი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


