|
დღეს ისე, როგორც არასდროს მომინდა ყოფნა თქვენთან, ეს გული ისევ დაითროს და გაიფლანგოს ძმებთან.
თქვენ უფრო კარგად იცით, რაც ამ გულს დაღი აჩნია, და მაინც არის მტკიცე.
ზოგჯერ უგუნურ ძაღლივით წუთისოფელი მტანჯავს, სადმე სარდაფში ხბოსავით წამოვეგები ხანჯალს.
ზიდვა თამარის დროშის! ნეტავი მაინც მრგებოდა მისთვის სიკვდილი ომში!
დამენთო ბრძოლის ალი! ერთხელაც ქართველ ვაჟკაცსა შურით გამეღო თვალი!
გადამეხადა ვალი, და შევხვედროდი სიკვდილსა ხელში სისხლიან ხმალით!
უხმოდ ცრემლებში დალბა. ბავშვობა, როგორც მერცხალი სხვაგან დაფრინავს ალბათ.
არ დაკარგულა ჯერაც, ის ისევ-ისე აშუქებს და სიკვდილამდე მჯერა.
ამდენ სირცხვილის თმენით, გულშია მხოლოდ სიკეთე და სიყვარული თქვენი. |


