კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:30

 

მე მელანდება ღამეებში ვილლა ბორგეზე;

თითქოს მელიან მდუმარებით ბროლის თაღები.

თეთრი სფინქსები კიბეებთან თბებიან მზეზე.

და მეც მათ ცქერით სამუდამოთ დავიდაღები.


თეთრ ტანსაცმელში იქ მდუმარე ინфანტა მელის,

თეთრი მწევარი მის ფეხებთან წევს მოკრძალებით.

და მენატრება მე შეხება დედოფლის წელის,

მაგრამ ვიჩოქებ, როგორც მონა თვალთა ბრძანებით.


ფარშავანგები მოელიან თავის პრინცესას.

ის განაბული უკვირდება მათ სათუთ ფანდებს;

მაგრამ როდესაც გაიგონებს გედების კვნესას, -

გაიარს ჩუმად საფირონის ქვის შუშაბანდებს.


თეთრი მწევარი თან გაჰყვება შეყვარებული,

ერთგული პაჟი შემოდგომის მძიმე დღეებში -

და ლეონარდოს სურათები გაფითრებული

მძიმე თვალებით აცილებენ მას სარკეებში.


და ყოველ ღამე მე ინфანტას ჩუმი გოდებით

დილამდე ველი; მიშრებიან ლოცვით ტუჩები.

თენდება ჩუმად; ისევ გულით დავიკოდები.

ვიცი, წამებას მე ამნაირს ვერ გადვურჩები.


მე ისევ სპლინი მემუქრება განმეორებით;

არ ვიცი, რატომ და მაშინებს დილის ბუნება,

და ჩემი სული ისევ ისე ავი ზმორებით,

როგორც რომ ძაღლი სიცივეში მოიღუნება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen