კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:40

 

დახშული იყო ცა და მიწა, - თითქოს ედემის

ბაღს მორღვეოდა შარავანდი, და მზე ჭიოტა

ხრჩოლავდა ნაშთად უღიმღამო შემოქმედების

და ღვთის ჭალებში ჯოჯოხეთის ლანდი ყიოდა.


თვლემდა სახლიც და სამოსახლოც, ეზოც, კედელიც

და სადაც ფოთლებს აჩქამებდა ფრთონვა სიოთა, -

სულს აუნჯებდა მოგონება ლურჯი ქედების

და მათ ადგილზე შემოდგომის ცრემლი ცვიოდა.


დუმდნენ ღმერთები - დუმდი, ჟამო, ჟამო ტიალო, -

ქრისტეს უხმობდა გატანჯული საქრისტიანო;

მიიქცეოდა უსასრულოდ ცოდვის მდინარე


და წყალს, რომელიც დღენიადაგ სადღაც მიტოპავს, -

ნოეს სიბერე აფიქრებდა ყოვლის წინარე

და უიმედოდ ატოკებდა გაშლილ კიდობანს…

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen