კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:24

 

აქ შენი სახე ანათებს ისე,

როგორც ლაჟვარდში მთვარის მოქცევა

როგორც მყინვარი, წასული მზისკენ,

და ცა-ფირუზზე შენი ოცნება.


ჩონგურს რომ შენი ცრემლი დასცვივა,

შუქი იელვებს თვალებში  წამსვე.

დგას საქართველო ოქროს, თასივით

შენი ლექსების ნექტარით სავსე.


გული აიტანს ყოველ სიმძიმეს,

თუ პოეზიის შეაღო კარი

თუ ლექსში ცრემლი ისე ციმციმებს,

როგორც ყვავილში ჩამდგარი ცვარი.


თუ გულში ჩუმად სხივები სხედან,

როგორც ბარტყები ჩიტის ბუდეში,

თუ ხედავ მყივარს უქუდო მხედარს,

მცურავს არაგვის მქუხარ უბეში.


იმ დროს სხვა იყო ქვეყნის ნაღველი

და გულს სხვაგვარი სახმილი სწვავდა.

შენ იცი: ჩვენგან როცა წახველი,

სამშობლო ეპყრა სისხლიან სვავთა.


იყო გოდება სიცოცხლის წესად,

ისმოდა გმინვა ჩანგრეულ მკერდთა

და ქარს მოჰქონდა ნესტანის კვნესა

ქაჯეთის ციხის ღრუბელთან ერთად.


ცეცხლმა ის ჟამი უკვე ალაგმა,

და ძველი ქვეყნის სასტიკი ძღვენი

დრომ თან წაიღო, როგორც არაგვმა

ბაში-აჩუკის დამხჩვალი ცხენი.


და დღეს რომ ჩონგურს ცრემლი დასცვივა,

შუქი იელვებს თვალებში წამსვე.

დგას საქართველო ოქროს თასივით

შენი ლექსების ნექტარით სავსე.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen