კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:09

 

ხრჩოლავდა ალი ეკლესიის ძველ სასანთლეში,

ცის სატკივარი დედამიწას გულზე ესო და

დავიწყებოდა მეანდრეზეს პაპის ანდრეზი

და უანდრეზოდ მოგვიხმობდა საანდრეზოდან.


ლღვებოდა თიხა - ასაზელი და ასაგლესი,

ღრუბლებს ერწყმოდა ნასაყდრალთან კვამლი ეზოთა

და მარტის ქარი - უტიფარი, უსაძაგლესი

სოფლის შუკებში მომაკვდავის დარად კვნესოდა.


ცეკვავდა გველი, ჭიატებდა ოქრო ხვითოში

და თანისთანად ცოცხლდებოდა ძველი მითოსი;

ხოლო დღე იყო უსაშველო, დაუღამარი,


სოფლის ბერდედა მარტო იჯდა ზღვა საფიქრალთან,

ცის დასავალთან მიმდგარიყო კუშტი ყამარი

და ბაყბაყდევის მოლოდინში კოპებს იკრავდა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen