|
მოვედით - ძველი სახლის კარებში იდგა ის, როგორც უცხო მადონა, ფართოდ გაღებულ ცისფერ თვალებში ელავდა ვნება უკაბადონო.
ოდნავ ნაცნობი მისი პროფილი, მე უკვე მისით ვარ შეპყრობილი და დაძახებას ვეღარ ვგებულობ.
ერთ დროს მინდორში ვიყავით ერთად, მოულოდნელად მოვიდა წვიმა, მოვიდა წვიმა და შეგვაერთა.
იჯექ სუფრის და ქალის პატრონი და როცა ერთად დავრჩით მარტონი, ჩვენს შორის თითქოს რაღაც გათავდა.
თითქოს წარსულშიც არა იყო რა, იმ ღამეს ქალმა მოგპარა გული და ჩემთან მზითვად გამოიყოლა. |


