|
ჩემო თეთრო გვირილა, მითხარ გენაცვალები, ასე თავგამოდებით ნეტა ვისთვის ჰყვავილობ, ნუთუ შენც ჩემნაირად გწვავენ ტრფობის ალები და ორი მარტოსული დავალთ უსიხარულოდ?
მერე ჩვენი სიმღერა ქარში აფრაგაშლილი წავა, გადაიქროლებს ელვარებას ლურჯი ცის, ასე ვინც გვენატრება დაგვიბრუნდეს ვინ იცის.
მითხარ, გზები საერთო, რად ვერ ვპოვეთ მე და შენ? მხოლოდ ქარის სიმღერა შეგაკრთობს და ირხევი, ვით ლამაზი ასული გულისწორის წინაშე.
გული ეძებს მაისებს, სიყვარულით იწვება, ვინც სიყვარულს არ ეძებს, ჩემო თეთრო ყვავილო, ნეტა რა ეშველება, მის გულს უსიყვარულოდ? |


