მთარგმნელი: მაგალი თოდუა
|
* * * * *
ვიდრე ამ მკერდში გული მიძგერს, გამთენებია, ერთი სურვილი და მიზანი ამდევნებია: სავსე თასი და ტურფა ქალი არ დამკლებოდეს. სხვა ყველაფერი - უსახელო შემთხვევებია.
* * * * *
შენ ხარ ზეფირი - სუნთქვასავით ნაზი ნიავი, ცეცხლი - სასჯელი სამიჯნურო, სამართლიანი, შენა ხარ წყალი - მარადიულ სიცოცხლის წყარო, შენვე მტვერი ხარ - საბნად გიხვევს ადამიანი.
* * * * *
კაეშანს ვეძმე, სიხარული არის ნაკლები. ისეთი დროა, მოყვრად მიჩანს სევდა ნაქები. შიშია განძი, ცოდნასავით რომ უნდა გქონდეს, დარდია პური არსობისა, ჩემი საკვები. |


