|
ოდნავ ზარმაცი მოძრაობით წამოდგა ფეხზე: აღმართა ხელი, - ყურადღება ითხოვა უხმოდ. წუთიც და... მძლავრი, ღონიერი, მსუნთქავი ლექსი - უძრავ სახეებს განეფინა, ვითარცა შუქი.
ის, - ხანგრძლივი სიცოცხლის ღირსი, - დროგამოშვებით ირხეოდა, ვით ქარში მუხა... წარმოვიდგინე: მოძრაობის შეწყვეტა მისი, ცხოვლად ვიხილე: პირისახე პოეტის, - უხმო. |
| პოეზიის გვერდი • • • |


