კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:35

 

უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს,

მაესტროს მორალი ყელში მაქვს გაჩრილი.

მინდა, რომ სიბილწემ აზრები არიოს,

შურიდან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი...


მიწიდან, გამტვერილს სიზმარი ამათრევს,

რამდენი დარაბაც არ უნდა დაზოგოთ,

ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ,

ჩაპლინის იერით ლოთი რომ მთავაზობს...


ინდიელ შამანის პაროდისტს მოვგავდი,

ცუდად რომ ასრულებს უსწავლელ რევერანსს,

ოტელო რომ ვიყო სუფლიორს მოვკლავდი,

სიცილს, რომ მიჩემებს, ყოველ წუთს, ყოველ წამს.


კბილებით ვიკავებ, ძუნწ სიტყვებს ვერევი,

რაიკინის ნაცვლად კი ვკითხულობ ყანწელებს...

რა ვქნა თუ დააწყდა რეჟისორს ნერვები,

კლოუნი დაბოღმილ მონოლოგს აგრძელებს.


ნერვები მოშლილი ვის ააქვს? არავის,

უბრალოდ ვერ ვიტან ვერლიბრის ავტორებს,

უღრანში ვიპოვე ვისოცკის კარავი,

უსაზღვრო ბოღმაში წამითაც არ მტოვებს...


გამხდარი მაესტრო სცენაზე ავარდა,

თეატრის კოლონებს მიჯნაზე დაამხობს,

მაესტრო დამშვიდდით, თეატრი ჩავარდა...

მე ჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen