|
თავწაწყვეტილი ქათამივით ფართხალებს ვერხვი... ქარი ბრმასავით ეხეთქება ხან რას და ხან რას... მოულოდნელად ქვემეხივით გავარდა მეხი და ლაშქარივით გაენართხა მიწაზე ყანა. შუაეზოში გაბარჯღული კაკალი ღელავს: ღობეს ტოტები ტალღებივით ასკდება კაკლის... თავშესაფარის ძებნაშია გარშემო ყველა, - ყველაზე უფრო მძაფრად ახლა იგრძნობა სახლი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


