|
ამასობაში, ზღვრამდე მივედი. მე მგონი, სუნიც მეცა სუდარის. შენღა ხარ ჩემი ბოლო იმედი და ჩემი ბოლო ნავსაყუდარი.
და ჩემო ბოლო ნავსაყუდარო, ვინც მე გამწირა და გამიმეტა, იმას ვეკუთვნი კვლავ... სამუდამოდ.
და მივისწრაფი თავქვე ხალისით. გული კი ფეთქავს, ჯერ ფეთქავს, მაგრამ რაღასთვის ფეთქავს, თვითონ არ იცის. |


