|
ვეძებ და ვეძებ, რაღაცას ვეძებ, წარსულში ვეძებ, აწმყოში ვეძებ, მერმისში ვეძებ, აკვანში ვეძებ, კუბოში ვეძებ, ჰაერში ვეძებ... ვეძებ და ვეძებ.
ვიცოდე მაინც, - რა არის, - რასაც ვეძებ და ვეძებ.
იცის - გასაღებს ეძებს. ამოუვარდა ჯიბიდან წეღან. მას ეხმარება მეუღლე, შვილი, ცოლისდა, სიძე, სიდედრი, დედა.
ეძებენ სკამქვეშ. ეძებენ ტახტზე. ეძებენ ტახტქვეშ და... იპოვნის კიდეც ერთ-ერთი ალბათ. მე?! |
| პოეზიის გვერდი • • • |


