კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 16:17

 

ნაზამთრალ ზეცას მორღვეოდა ნისლის საკინძე,

ცაცხვებში სხივი ცრიატებდა - მკრთალი და ციდა

და გაზაფხულის ნაადრევი სიმამლაყინწე

მრავალჭირნახულ შემოდგომას ნერვებზე შლიდა.


მზე იღვიძებდა - ნათლიერის თვითნაბადი მზე -

და სოფლის ყველა ბინადარი - გარე თუ შიდა -

ხედავდა, როგორ ეცემოდა ნაცნობ ბაგინზე

სიკვდილმისჯილი ანგელოზი - ჩუმი და წმიდა.


ლამობდა სული - ავეტაცე, ალმად ვჭეროდი

და ზეცის კართან მივებჯინე მთის კენწეროთი;

რა ფუჭი იყო მისი ფრთონვაც, მისი ფაფხურიც, -


ელავდა ცელი - სიკვდილივით ცივი და მკაცრი

და პროცესიას მიჰყვებოდა მზე გაზაფხულის,

ვითარცა უცხო სინამდვილის ფერმკრთალი ასლი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen