მთარგმნელი: მაგალი თოდუა
|
ერთხელ მეფე ნუშირვანი ნადირობას შეჰყვა ველად, ამალა თუ მარეკები მოიტოვა უკან ყველა,
მარტოდმარტო დარჩა მეფე ერთადერთი ვაზირითა.
გზად სოფელი გაიარეს მტრის გულივით დაქცეული.
ჭოტთან მჭიდროდ მიჭუჭკულზე მეფემ ვაზირს ჰკითხა ჭოტზე:
მღერიან თუ საუბრობენ? შენ თუ გესმის, ამიხსენი!"
ჭოტთა ენას რომ გაუგო და მიუხვდე ფრინველთ იგავს.
საქორწინო საქმეს სწყვეტენ ქალისა და ვაჟის მამა,
მაგრამ ითხოვს გამოსასყიდს, როგორც ამას ითხოვს რიგი.
უარზეა, ეუბნება: "სხვებიც უნდა დამითავო!"
რაც დრო გადის, მეფე ჩვენი სოფლებს უფრო აპარტახებს.
მალე შენთვის მაშოვნინებს ამისთანა ნასოფლარებს." |


