მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
|
დაობლდა სული, განიძარცვა დაფნა დიდების, დაემხო ჩემი სათნოების ნმინდა კედელი, გაუდაბურდა ბრწყინვალება პირამიდების, დაივსო ცეცხლი, დაიშრიტა დაუშრეტელი.
ფუჭია ყოვლი, ზღაპარია, უნდო ზღაპარი, დაბებს გავტირი მგლოვიარე უდაბნოელი, სად ვპოვო, სადა, ჩრდილოვანი თავშესაფარი!..
ვინ შეგვაზავა უჩვეულო ცრემლის საზავით: მხრებზე შეგვიდგამს უმძიმესი ტანჯვის უღელი.
მაგრამ მოდგება შემოდგომის ელვა-ქუხილი და ყოველივე განქარდება ჩვენებასავით... |


