კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:03

 

ვერცხლისფერი წვეთებით ინამება საყდარი,

არსად წვიმა არ არი, ქართულ წვიმის სადარი...

და, ვით წვიმის დაქალი, მეც ვმეგობრობ კოსმოსთან, 

პანთეონში ვტრაპეზობ პოეზიის კოცონთან.


ცაზე ფერთაცვენაა და არ სძინავთ ვარსკვლავებს,

ლილისფერი სხივებით შლიან წვიმის ნაკვალევს.

არე ისე თეთრია, როგორც ფერი სადაფთა,

გვირილების სეტყვაა ელიავას საფლავთან...


მთაწმინდიდან ტაბიძე მთვარეს ტერფით აგორებს,

პეშვით მჩუქნის ლაღიძე ოქროცურვილ აკორდებს...

ტიციანი ზევსივით ცაზე აგებს ხარაჩოს,

ლადო აწვდის პაოლოს ბღუჯა ველურ ყაყაჩოს...


სადღაც მინდვრის შროშანებს, ლეწავს ქარი შეშლილი

და მიარღვევს შავ ზვირთებს გურამ რჩეულიშვილი...

ვაჟა ეალერსება უწესრიგოდ დაყრილებს

ყვითელ-ყვითელ მიმოზებს და პარნასის ყვავილებს;


არც სიმაღლე აშინებს და არც მელანქოლია

პოეზიის ხელმწიფეს და ცალთვალა გოლოათს!..

იფრქვევიან სივრცეში ფერმიხდილი გამები,

დგანან კატაფალკასთან ნიკალა და გრანელი...


ო, ეს ლექსთა ზვავები! - ფანტაზია ულევი,

სისხლთან შენაზავები მწიფე ბროწეულები.

ვისთვის ლექსი ზღვაა და, ვისთვის მზე ან მეწყერი,

ფუნჯით ხატავს პეიზაჟს ღამის თეთრი ფერმწერი.


ვდგავარ ალმოდებული და რატომღაც მგონია -

საქართველო ზეციდან ლექსთა პანთეონია!..

უფლის ხელდასხმულია ეს ლამაზი ქვეყანა,

დაბლა ლექსთა თოვაა, მაღლა - ლურჯი ზეყანა!..


და, ამ ვარსკვლავთცვენაში, ო, არ სძინავთ ამურებს,

მთვარე მიყრის უბეში წითელ-წითელ ალუბლებს...

და, ვით წვიმის დაქალი, მეც ვმეგობრობ კოსმოსთან,

პანთეონში ვტრაპეზობ პოეზიის კოცონთან.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen