|
მე აქ ყველაფერი დამიხვდა უცვლელი, მხოლოდ შენ არ მომდევ მხარდამხარ, შენს უბანს, შენს ბინას ლოდინით ვუცქერი, გეძახი: „სადა ხარ, სადა ხარ?“
გულს მაინც სიმართლე არ უნდა. რისთვის ვაგროვებდი იმედის ნამცეცებს, მაშ ასე მღელვარედ, სათუთად?
ჩვენ ვგავართ პაწაწა პაიკებს. ხელი მოთამაშის ისე დაგატარებს, გზებისას ვერაფერს გაიგებ.
ჩანს, ბედი გქონია საქები. გგონია: იპოვე მუდმივი ადგილი, რომ უცებ უკვალოდ გაჰქრები...
გულს მწვავე სევდები დაფლითავს. სიმწარით დაგეძებს, გეძახის, მოგელის და უცებ, თვით ქრება დაფიდან. |
| პოეზიის გვერდი • • • |


