|
მოდის ახალი წელი, თოვლით მოსილი ღამე, მიწას ედება ცელი - ფანტასტიური რამე...
ესხა ღვარი და თქეში, აწ პროპელლერი მიჰქრის და დუმილია ტყეში.
მკრთალო დღიურო მთვარე! ლურჯად ელვარებს სილა, გაყინულია მხარე.
შობის ხეებში რგული, ერთმა ბოროტმა რკალმა მასზე დაჰკიდა გული.
მწარე მირონის ცხება, მშვიდობიანი ხალხის მასზე ჰკიდია წყება.
გული რკინის და თუჯის, მოდის მსოფლიო ომი და კონონადა ქუჩის.
ცეცხლით, ტყვიით და რღვევით. ვის არ უგრძვნია ცრემლი შობის ხეების რხევით?
თოვლიც მოვიდა თეთრი. ფანტასტიური პალმა სდგას შემკობილი ცხედრით.
სული სავსეა სისხლით, კაცთა თვითეულ ცოდვას ითვლის თვითეულ მისხლით.
თუ უგულოდ და ძალათ მშვიდობიანი ხალხი დაემსგავსება ჯალათს?
და არ ჰქონია სახლი, მას გულიდან სჩქეფს სისხლი და სისხლს ულოკავს ძაღლი.
გაფითრებულო მთებო, ცას გადასცილდა ლილა და ნისლიანი თებო. |
| პოეზიის გვერდი • • • |


