კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:54

 

წყლის პირას სხედან ხევსურნი,

ღვთის შუქი ადგათ იღბლიანთ,

დღეობა არის - ხევისბერს

ბინდისფერ კურატს მიჰგვრიან.


- ჩვენ თავად დაგვამწყალობენ,

- ცალყბად შეჰღრენენ მინდიას.

ზურგით მთას მიეყრდნობიან,

მიჰდრეკენ, შიგნით მიჰხრიან,


წინ ლუდის უდგათ ჯამები,

შიგ მთვარის ნატეხთ ითრიან.

შვიდი ჰხრავს ლაგამს საფერხე,

სანთელიც მხოლოდ შვიდია.


რა არის მათი გუმანი,

ამ ღამით საით მიდიან.

იქ შეჩნდნენ, სადაც ღრუბლები

ნაგლეჯ - ნაგლეჯად ჰკიდია,


საპირიქითოს გადვიდნენ,

წარაფს გადასცდნენ ბინდიანს.

- ხელ მოუმართე, გუდანო!

- ხატს შეავედრებს მინდია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen