|
ხანჯალ აიღე, ამომჭერ გული ღალატში თუ დაშვრეს, სხვამ რომ არავინ განგვსაჯოს, გულაღრენილო, მე და შენ.
თუ გითხრა, შენს იქით გზა მაქვს სავალი, ყვავ-ყორნის გავხდე სალუკმე, კარი დამეხშოს სამარის.
თუ მზერა სხვისკენ ვაპარო, უშენოდ თუკი მიყვარდეს ეს უსულგულო სამყარო.
მიწაზეც ვეღარ ვიარო, თუ სხვისთვის შევკრავ კამარას, ან გავჭრი ფრთებით ირაოს.
დამდაგე შორით ცქერითა, თუ ღამე გაგათევინო უჩემოდ გულის ძგერითა…
რად ამატკივე ენაო, რამ მოგალანდა, რომ ძალმიძს სხვისთვის ალერსით მღერაო.
გადმოვა ეს ჩემი წყევლა შენზედა, ოხრად დაგრჩებით მეც და სხვაც, სიკვდილს შაისვამ მხრებზედა. |


