|
მოჰკვდე?! აის სჯობს მთას მოჰკვდე, ნისლი გტიროდეს დილისა. ხევდახევ ჩამოდიოდეს, ღვარ-ღვარით ცრემლი იმისა.
მათრახ გადაჰკრას ცის პირსა. ლოდ ლოდზე გადადიოდეს, წყალ შავდებოდეს მთის ცვრისა.
მთასა სჯობს. მხნედ შეჰყურებდე მზის სხივსა. თეთრ მთა წვერთ უზიარებდე, გულში ნაბუდებ ჭირ-ლხინსა. წინ-წინ მოძმეზე ჰფიქრობდე, იცავდე სახელ-სირცხვილსა.
კართ უჯარავდე სიკვდილსა. მდინარის ტალღებს ართომდე, კალმახს ტანჭრელსა წყლის შვილსა.
ბედი შეგნანდეს მდიდრისა. სხვას არას ეშურებოდე, მარტო წლებს ჟამად მიჯრილსა. |


