|
ყურის ბიბილო, ცხელი ტუჩები, სიტყვა წამცდარი: "ნუ მეურჩები!.." ღამის სიგრილე, გრძნობის თამაში, სიჩუმედქცეულ პურის ყანაში. სხეულთა როკვა თავთავებს დაგავს. ფიცი რატომღაც არაფერს არ ჰგავს. კოცნა, რომელიც ბაგეს აჩნდება, კიდევ რამდენჯერ გათამაშდება... ...ყურის ბიბილო, ცხელი ტუჩები, ყალბად ნათქვამი "ნუ მეურჩები!"... |


